Translate

Wednesday, June 13, 2012


ჩემი აზრი

ჩემი აზრით სუხისვილის ანსამბლი ერთ-ერთი საუკეთესო ანსამბლია ქვეყანაში,აქვთ უამრავი წარმატება ქვწყნის ფარგლებს გარეთ,ამავდროულად ჰყავთ ბევრი კოინკურენტი.
გამოყენებული ლიტერატურა
www.google.com
ka .vikipedia
ჟურნალი სუხიშვილის ანსამბკი
htt//www.nplg.gov.ge
news





ოფლიო სცენებზე "სუხიშვილების" კონცერტებზე აპლოდისმენტები დარბაზში ცეკვის დაწყებისთანავე გაისმოდა.
24 საათი 05.02.12
მსოფლიო სცენებზე "სუხიშვილების" კონცერტებზე აპლოდისმენტები დარბაზში ცეკვის დაწყებისთანავე გაისმოდა.
"ეს ტაში სოლიკო ვირსალაძის კოსტიუმებს ეკუთვნოდა! სოლიკოს გენიალური კოსტუმების გარეშე ის აღიარება, რაც ანსამბლმა მიიღო წლების მანძილზე, არ იქნებოდა..." - იხსენებდა ლეგენდარული ნინო რამიშვილი ანსამბლის უცვლელ მხატვარზე, რომელმაც ცენზურის ეპოქაში არამარტო ხალხური კოსტიუმი აიტანა სცენაზე, არამედ თავისი შექმნილი კოსტიუმებიც გაახალხურა, - "სამაია", "აჭარული", "სადარბაზო", "აფხაზური", "ჯეირანი", "ყაზბეგური", "დოქებით ცეკვა", "ხორუმი", "სიმდი"...
"აჭარულის" კოსტიუმი გენიალური სცენოგრაფის ნოვატორული ჩანაფიქრია, რაც მანამდე არ არსებობდა და ეს ფორმალიზმის ეპოქისთვის იყო მოდერნი. ქალის ამ სილუეტურ კაბას მხატვარმა გრძელი, ჭრელი და განიერი ზოლებიანი ქამარი თეძოზე დეკორატიულად შემოახვია, თავზე კი შავი ყაბალახი მოარგო. ქალებს თავზე შავი ყაბალახი მოუხდათ, და, აქ კოსტიუმის მეტრის ორიგინალური ხელწერა ყველაზე თამამად გამოჩნდა. ქალებს მამაკაცის ყაბალახი?! როგორ შეიძლება?! - 50-იან წლებში ეს მოულოდნელი დეტალი, რომელიც მკაცრი ტრადიციისა და ნოვაციის უხილავ ურთიერთობებს შიფრავს, ზღვარგადასულ რისკად ჩაითვალა, ვინაიდან მანამდე აჭარელი ქალები ლაზების ცხოვრების სტილის გავლენით, ჩადრში ცეკვავდნენ თურმე, მაგრამ ეს სამფერიანი კოსტიუმი თავისი ესთეტიკით, რიტმით, ანდა სახასიათო სიზუსტით დროში ტრადიციულ ფორმებთან ერთად იქცა კლასიკად, ისევე, როგორც კოსტიუმზე სოლიკოსეული გრადაციები - ღაჟღაჟა წითელი, მჟღერი ფირუზისფერი და ინტენსიური შავი გაწყობილი ჩამქრალი ოქროსფერი სირმებით. ფაქტია ისიც, რომ 1957 წელს, პარიზში "სუხიშვილების" კონცერტების მერე, ამბობენ, იმ სეზონზე ფრანგულ მოდაში შემოვიდა საღამოს კაბებზე განიერი, გრძელი ქამრები... აი, პარიზზე ქართული გავლენა!
"უხდებათ ქართველებს ჩოხა და ჩოხას ქართველები," - ასე ამბობდნენ თურმე ევროპაში გასულ "სუხიშვილებზე" ერთ დროს, და, ასე მოვიდა დღემდე... ჩოხა-ახალუხი, როგორც ეროვნულ სამოსში გააზრებული ქართული რაინდობის სიმბოლო, თაობათა მეხსიერებიდან თავადურ სიამაყესა და ღირსებას იტევს. ჩოხას უწოდებენ მამაკაცის ტრადიციულ სამოსს შალის ქსოვილისგან, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ საერთო იყო კავკასიური ხალხებისთვის, მასში ქართული ხასიათი დევს.
ჩოხა კაბის ტიპს განეკუთვნება თავისი კანონიკით, - მკვეთრად გამოყვანილი წელი, ნაოჭიანი კალთა, განიერი ბოლო, ჩახსნილი გული, მკერდის ორივე მხარეს საქილეები... ქართლ-კახური, მეგრულ-აფხაზურ-რაჭული ჩოხა, გურულ-აჭარული ჩაქურა, ანუ იგივე ჩოხის სახეობა, ატარებს თავის ხალხურ ფერებს - შავი, თეთრი და შინდისფერი. ქართველებს სხვადასხვა კუთხეებიდან ასეთი სტილის ჩოხებზე ყაბალახი მხრებზე ჰქონდათ ხოლმე შემოგდებული, წელზე კი ერტყათ ტყავის აბზიდიანი ქამარ-ხანჯალი. ბარისგან სრულიად განსხვავებულია ტრაპეციულ თარგზე აჭრილი ხევსურული ჩოხა (ტალავარი), უთვალავ ფერში ნაქარგი ორნამენტებით, რომელიც ცალკე ხელოვნებაა და მასზე გამოსახულ სიმბოლოებთან ერთად გვაძებნინებს ქართული ფერწერის ფესვებს.
სხვადასხვა კუთხის ჩოხა კარგად ახასიათებს ქვეყანას... ამაყი ქართული სული და თავისუფლების სიყვარული შეუცვლელ რელიკვიად რომ გადმოვიდა ქართველი კაცის გულში საუკუნეებით, ამაზე ჩოხა-ახალუხის საბრძოლო დეტალები მეტყველებს.
"სამაიას" ულამაზესი ესკიზები სვეტიცხოვლის ტაძრის ფრესკიდან "კოსტიუმის მეტრმა" მეფური სიდიადით დახატა, ხოლო ცეკვის შინაარსი თამარ მეფის სამხატოვნებაზეა აგებული. ცეკვა ფრესკული სტატიკით იწყება და, ამიტომაცაა, რომ ამ კოსტიუმებში, რომელშიც იკითხება სამეფო სამოსის ბიზანტიური გავლენა, სიმბოლიკად შემოსულია ფრესკის ფერები: მოიისფრო კაბა აღებულია თამარის ვარძიის ფრესკიდან, ღია ცისფერი ბეთანიისა და ყინწვისის მოხატულობიდან, სპილენძისფერი კი დავით გარეჯში ბერთუბნის ხატწერიდან. ასეთი გააზრებით, კოსტიუმების დიზაინი ქსოვილის ფაქტურაზე არაჩვეულებრივად ეფექტურია, - ნაცრისფერი გრადაციაში გადადის მუქ იისფერთან, ცისფერთან და სპილენძისფერთან. ასეთ სამფერიან გამასთან უცვლელად რჩება კაბის სილუეტურობა, ისტორიაში გამოვლილი დახვეწილი სტილი და ძვირფასი ქვების მისტიკური ფილოსოფია. ისიც სიმბოლიკაა, რომ სამეფო სამოსის გულისპირშია "ჩალაგებული" თეთრი მარგალიტები, ისევე როგორც დიდი ძვირფასი თვლები, - ზურმუხტები, ლალები, საფირონები არქაული მოზაიკის მგავსად... ასეთ ჰარმონიას რომ ეხები, გგონია, რომ ალბათ, არც ერთ ესკიზში არ არის ჩადებული ასეთი ასკეტიზმი და მონუმენტურობა, მეფური ზომიერება, ქალური სინაზე, მეფური სიმშვიდე თუ სიდარბაისლე... ამ კოსტიუმებს ცეკვაში შემოაქვს თავისი რიტმი, ქორეოგრაფიული ნახაზის სტატიკურობა, - "მე ბედნიერი ვარ, როდესაც ჩემი მხატვრობის საშუალებით, მაყურებელი გრძნობს, თუ როგორ ხდება მუსიკა ხილული, როგორ იმოსება ცეკვა..." - წერდა სოლიკო ვირსალაძე. "სამაიას" გვირგვინი? - ესეც სამეფო გვირგინის ანალოგია, რომელიც მხატვარმა სამუზეუმო ექსპონატად აქცია... "სამაიას" საოცრად ლამაზ, სილუეტურ კაბებს, რომლებიც ცალკე შედევრებია, ბიზანტიური სამეფო სამოსისგან მიჰყვება მთავარი აქსესუარი - ლორი, რომელიც კაბის უცვლელი ნაწილია და მოცეკვავეებს ხელზე აქვთ ხოლმე გადაფენილი... "ქალებს ემოსათ გრძელი დაშვებული, კაბები, რომლებიც ბრწყინავდა, მაყურებელს კი ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, რომ ისინი იყვნენ მისტიურნი..." - New-York Times რეცენზიიდან.
ცნობილი ფირუზისფერი "ჯეირანის" კაბა ვირსალაძემ ნამდვილ აღმოსავლურ პოეზიად აქცია "ცეკვის დედოფლად" აღიარებული ნინო რამიშვილისთვის, "სიმდის" შავ-თეთრი კოსტიუმის გრაფიკული გადაწყვეტა, ესეც კონტრასტული "სვლაა" კოსტიუმში, რომელსაც მისცა შეფარული რომანტიკა, დააგრძელა "ოსურის" მკლავები, რამაც კაბისა თუ ჩოხის სილუეტი გახადა კიდევ უფრო ჰაეროვანი, სადა, თუმცა სკულპტურული, ხასიათით - მკაცრიც... კოსტიუმის გრაფიკა, რომელიც ცეკვის არქიტექტონიკაში "ზის", მის ქორეოგრაფიულ გააზრებას გაძლევს, ამბობენ, რომ აქ, "მუსიკის ფერი" მხატვარმა კოსტიუმს დაუმორჩილა, კოსტიუმს, რომელიც ესკიზებზე დაიბადა, და, ისევე ხელუხლებლად დარჩა, როგორც "სიმდის კარიბჭე" ცეკვაში, როდესაც სცენაზე "სიმდის" ჰორიზონტალური ხაზები ტრიალებს, ამ ხაზების მიმართულება და ფორმა იცვლება, თუმცა ხაზებში სისწორე არ უნდა დაირღვეს... უფროსები ამბობენ, რომ ფერის აბსოლუტური სმენა ჰქონდაო "კოსტიუმის მეტრს", ალბათ ამიტომაც, მისთვის "ყაზბეგურში" მამაკაცის კოსტიუმი მთის მოტივებზე, ზურგზე შემოგდებული ბეწვით, თავზე კი შავი ფაფახებით, ყავისფერია. აქაც, როგორც კოსტიუმის ფაქტურა, ისე მისი ჩამჯდარი გრადაცია - ყავისფერიდან თიხისფერში, ცეკვაში კი ტეხილი მოძრაობების სიმკაცრე მთიელების ტრადიციული ყოფა-ხასიათია, მთასავით ასე განდეგილი, ენერგიული, და, თუნდაც, მძიმე.
"ჩვენ ძალიან მჭიდრო შემოქმედებითი ურთიერთობა გვქონდა, გასაოცრად ერთნაირად ვაზროვნებდით და მართლაც ერთად ვქმნიდით ცეკვას. იყო შემთხვევები, როდესაც მხატვარი ჯერ ცეკვას ნახავდა და შემდეგ ქმნიდა ესკიზებს, ცეკვის ნახატიდან და მოძრაობიდან გამომდინარე გრძნობდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა, ხდებოდა პირიქითაც, მხატვარმა წინასწარ იცოდა თემა, მოჰქონდა ესკიზი და ჩვენ უკვე ესკიზიდან გამომდინარე ვდგამდით ცეკვას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ისეთი ბრწყინვალე შემოქმედი, როგორიც სოლიკო ვირსალაძე იყო, თავისი ესკიზის მიხედვით გვკარნახობდა ცეკვის ნახატს... ის არაჩვეულებრივად გრძნოდა ქსოვილის ფაქტურას. სულ უბრალო ნაჭრიდან ისეთ მდიდრულ ფაქტურას შექმიდა, რომ გაოცებული ვრჩებოდი, ფერის სრულიად განსაკუთრებული შეგრძნება ჰქონდა, თვითონ ღებავდა ქსოვილებს, ზედ საკუთარი ხელით აკრავდა აპლიკაციასა და ორნამენტს... თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სოლიკო ვირსალაძე ჩვენთან ერთად ანსამბლის ერთ-ერთი შემქმნელია და ცხოვრების ბოლომდე მისი უცვლელი მხატვარი." - ნინო რამიშვილის მოგონებიდან.
სოლიკოს "ხელის ინტელექტმა" მოიტანა "სადარბაზოს" ორიგინალური კოსტიუმიც, რომელიც უფრო მოგვიანებით, 70-იანი წლების ბოლოს, მოსკოვის დიდი თეატრის სახელოსნოში შეიკერა. ქალის და მამაკაცის ამ კოსტიუმების ფორმა და სტილი არისტოკრატულია, ეს არის სულ ხელით ნამუშევარი, რომელსაც ერთდროულად წარსულიც აქვს და მომავალიც, ყველას მოულოდნელად აოცებს და ინდივიდუალურ ემოციებს ტოვებს... ქალის მდიდრული სადარბაზოს საზეიმო კოსტიუმი გრძელი წელში გამოყვანილი კაბაა, ბოლოსკენ დიდი შლეიფით გაშლილი... ფერი? - როგორც კოსტიუმის მეტრი იტყოდა, მიმქრალი ოქროსი, ღია იასამნისფერი რომ გადაჰკრავს. კაბის ქსოვილი ვერცხლისფერ-ოქროსფრად ბზინვარებს და მას განსაკუთრებულ მხატვრულ ეფექტს აძლევს შავი ფუნჯით შესრულებული ყვავილოვან-გეომეტრიული აპლიკაცია, შავზოლიანი ქამარი, ქამარზე მიმობნეული მარგალიტები, და, რა თქმა უნდა, გვირგვინი, რომელიც სადედოფლო გგონია. ქალის "სადარბაზოსგან" განსხვავებით, მამაკაცის კოსტიუმის დიზაინი უფრო მკაცრია, თუმცა ისიც სადად არის მოხატული, თარგი მანერულია, უფრო თეატრალიზებული, ამ ფაქტურასა და სტილში არსებობს დასავლური ცივილიზაციის პირდაპირი გავლენა, რომელიც გაქართულებულია, ანუ, საქართველო სამოსის მოტივებშიც გზაჯვარედინია, - ტენდენციების, ფერწერისა და კონცეფციების სტილური სინთეზი კოსტიუმებს დასავლურ ცივილიზაციას მიაკუთვნებს, ემოციურ ნაწილში კი აღმოსავლეთ კულტურასთან გადაიკვეთება.
"ამ ანსამბლთან თანამშრომლობა ჩემი დიდი სიყვარული და გატაცებაა, აღარც კი მახსოვს, რამდენი წელია ვიცნობ ქალბატონ ნინოს, დღემდე მაოცებს მისი გადამდები ხალისი, ენერგია და შემართება. წლების მანძილზე სამშობლოსგან მოშორებით მცხოვრებს, საქართველოსთან, ყოველივე ქართულთან ეს უფრო მაახლოვებს. ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვმუშაობ მათთვის, ეფექტის მიღწევაში თვითონ ქართული ცეკვები მეხმარება. როდესაც კოსტიუმებისათვის ფერებს ვარჩევ, უპირველეს ყოვლისა მთელ ცეკვას ვხედავ..." - წერდა სოლიკო ვირსალაძე.
იმ ევოლუციურ ხაზს, რომელიც ნინო სუხიშვილმა მემკვიდრეობად მიიღო დიდი სოლიკო ვირსალაძისგან, ახლა ანსამბლში თავად აგრძელებს და კიდეც ქმნის კოსტიუმის მომავალს... ამბობს, რომ ვირტუოზულ რიტმზე აგებული ქორეოგრაფია კარნახობს კოსტიუმის თარგს, სილუეტს, ფორმასა და მის პროპორციას. როცა სოლიკო ვირსალაძესთან ასისტენტად მუშაობდა, იქიდან სულ ახსოვს "კოსტიუმის მეტრის" სიტყვები: "მოცეკვავეს კი არა, ცეკვას უნდა ჩააცვა, უნდა იყო გაბედული და ზუსტი..." ამიტომაცაა, რომ ის ფოლკოპუსების "შეფუთვისას" მუშაობს როგორც ფერმწერი, რჩება არა მარტო დოკუმენტური და ლაკონური, არამედ საკუთარი ხელწერით გამორჩეული, სადაც ტრადიციული სამოსის კანონიკური კონსტრუქცია არ ირღვევა. ამჯერად გამორჩეული ის არის, რომ "ხორუმში" ჩოხები შემოიტანა, აქამდე ჩაფხურაში იცეკვებოდა. "ჯუთაში" გოგონებს თავზე მწყემსის ჯინჯილა ქუდები დაახურა, წითელი, ღვინისფერი და შავი კაბები კი ფეხის "ჩახლართული" ჩაკვრების გამო ცოტა დაამოკლა, "ზეკარში", რომელიც გურული ცეკვის სტილშია დადგმული, ნინომ ქალებს და მამაკაცებს თავზე ბენდენა შემოახვია, ზუსტად ისე, როგორც ეს ძველად ყოველდღიურ ყოფაში არსებობდა და არსებობს დღეს... "სვანურში" მთის მკაცრი პეიზაჟები მამაკაცების ჩოხებში ასახა, ხოლო თეთრი სვანური ქუდები ბიჭებს დაახურა და ასე შემოიტანა უზარმაზარი მყინვარების ალეგორიული განწყობილება. სოლიკო ვირსალაძის პალიტრის მსგავსად, ეს კოსტიუმები ცოცხალია, თითქოს სუნთქავს და მეტყველებს ფერში.
"მთების ჰორიზონტს შორიდან რომ გახედავთ, ნახავთ მოიისფრო, მონაცრისფრო, მწვანე და ლურჯ ტონებს. ცეკვა "სვანურის" კოსტიუმებიც სწორედ ამ ფერებშია გადაწყეტილი. "ნანილას" კაბები სვანური საეკლესიო ზარების ფორმით არის შექმნილი, მუსიკა უძველესი იავნანა, მოძრაობაც თითქოს აკვნის რწევის მსგავსია. როგორც "სვანურის" კოსტიუმის ფერები, ეს კაბებიც ოთხფერიანი გამაა: ლურჯი, იისფერი, ნაცრისფერი და ხაკისფერი. უფრო მანამდე, "ზეკარის" კოსტიუმის ასოციაცია მოვიდა ნინო რამიშვილის მთიულურის კაბიდან, დეტალები და ფერები აქედან მაქვს აღებული... ტრადიციული სამოსს როდესაც ვაკეთებ, აქ ტრადიციული თარგი არ უნდა დაირღვეს, ერთი შეხედვით, თითქოს ჩარჩოებში ვარ მოქცეული, მაგრამ ეს სულაც არ არის ხელისშემშლელი, პირიქით. ის კოსტიუმები, რომელიც ანსამბლს წლებია აქვს, თითქმის ყველა სამუზეუმო ექსპონატია, ამ კოსტიუმებს განსაკუთრებით ვუვლით, პერიოდულად რესტავრაციას ვუკეთებთ, რადგან ვიცი, რომ "ხევსურულის" კოსტიუმს თავიდან ვეღარ შევკერავთ, სულ ხელით არის დაქარგული ისევე, როგორც "სადარბაზოს" კაბა - მთლიანად მოხატულია. "აჭარული" კი თავიდან შევკერეთ ზუსტად იმ ესკიზით, რომელიც სოლიკო ვირსალაძემ დაგვიტოვა და ჩვენთვის საამაყოა..." - ამბობს ანსამბლის კოსტიუმების მხატვარი ნინო სუხიშვილი.
"სუხიშვილებმა" დიდ საკონცერტო დარბაზში დიდი ილიკოსა და დიდი ნინოს მიერ შექმნილი ის კლასიკური ქორეოგრაფია წარმოადგინეს, რომელიც სოლიკო ვირსალაძემ თავისი ფერთაპოეზიიდან დიდ ტილოდ აქცია. "ხორუმი", "აჭარული", "აფხაზური", "ჯეირანი", "ქართული", "ყაზბეგური", "მთიულური", "სიმდი", "სამაია", "სადარბაზო", "ფარიკაობა", "ხევსურული", "ხანჯლური"... - ეს ცეკვები "რკინის ფარდის" მიღმა რომ გაიტანეს, "სუხიშვილების" ფერხულში "ჩაება" მსოფლიოს 5 კონტინენტი... 88 ქვეყანა... 9200-ზე მეტი წარმოდგენა... და იყო 50 მილიონზე მეტი მაყურებელი...
ჟენევაში 1962 წელს "სუხიშვილების" "უდიდესთა შორის უდიდესი" ქორეოგრაფიის ფილოსოფია გრიგოლ რობაქიძემ ასე გაშიფრა - "ბალეტი ჯიშის, ბალეტის რასის, ქართული გენია როკვით განფენილი!.." ჟენევიდან ვენაში "სუხიშვილების" "ქართულ რასასა და რაინდულობაზე" კლასიკოსი რობაქიძე თავისი "სიყვარულის მოკლე ბიოგრაფიას" გრაფინია გიტა ფონ შტრახვიცს წერდა:
"ჩემო შეუდარებელო გიტა, გიგზავნი რეცენზიას - "ტრიბუნ ლა ჟენევიდან" ქართული ცეკვების შესახებ. ორჯერ ვნახე. ფანტასტიკურია, სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, მთვრალივით ვარ! ოქტომბრის დასაწყისში ანსამბლი ავსტრიაში მიემგზავრება. შენ აუცილებლად უნდა ნახო ჩემი თანამემამულეების ცეკვები... მინდა იცოდე, რომ ქართული რასა რაინდული სისხლით არის აცეცხლებული, ეს არ არის უბრალო სიტყვა, და არც უბრალო თვისება, საქართველოს ისტორია რაინდობის პათოსით იმართებოდა ყოველთვის, რაინდობა ჩვენი ეროვნული პროფილის შნოიანი ხაზულია... ვაღმერთებთ სიცოცხლეს, ქართველისათვის სიცოცხლე პრომეთეული თავნებობაა, საფრთხე და არა თვისება. ქართველი ხდება თავნება როცა იგი ვერ პოულობს სხვაში გამოხმაურს, გასხივოსნებას, იგი ხდება ურჩი და უდრეკი, ქართველისათვის სიცოცხლე ხალისია, წინააღმდეგობებით სავსე."
"გავა წლები, შეიცვლებიან ვირტუოზ მოცეკვავეთა თაობები, შეიცვლება ცალკეული ცეკვების ნახაზი, გადაკეთდება ზოგიერთი ილეთი, დაიდგმება ახალი ცეკვები, მაგრამ ილიკო სუხიშვილის, ნინო რამიშვილის და სოლიკო ვირსალაძის მიერ მოყოლილი ქართველთა სულიერი თავგადასავალი კვლავ აუხსნელი მღელვარებით აავსებს მაყურებელთა გულებს და სახეშეცვლილ მსოფლიოს ტრაგიკული არტისტიზმით, იუმორითა და ტემპერამენტით აღსავსე პატარა ხალხის ამბავს მოუთხრობს." - ნინო რამიშვილმა ეს კონცეფცია ანსამბლის მომავალისთვის დატოვა...
მზეხა მახარაძე
სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/2012-02-05/24937.html


სუხიშვილების პრიმა მოცეკვავე, სოლისტი, თეა დარჩია ყველაზე თამამ ოცნებაშიც კი ვერ წარმოიდგენდა იმას, რომ ლეგენდარულ ანსამბლში მის გვერდით, სუხიშვილების სრულუფლებიანი მოცეკვავის სტატუსით, მისი ქალიშვილი იცეკვებდა. ვერც იმას დაუშვებდა, რომ ჟურნალისტები სახლში უკვე მარიამთან ინტერვიუს ასაღებად ეწვეოდნენ. ფოტოსესიაც საოჯახო ალბომის სტილში გამოვიდა და სტატიაც, ოღონდ სპონტანურად. გუჯა მათიაშვილიც შემოგვესწრო და როგორც სუფრებზე ხდება ხოლმე, „შემოსწრებულს ჯარიმაო“ და ოჯახის უფროსიც ინტერვიუში თავისით ჩაება. სპონტანური ინტერვიუ კი მისმა პირველმა ფრაზამ მოიტანა - მე სულ კულისებში ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მეც სუხიშვილების მოცეკვავე გახლდითო. პრიმა მოცეკვავე ყოველთვის იმდენად პოპულარული და აქტიური გახლდათ, რომ მისი მეუღლე ნამდვილად ჩრდილქვეშ იყო და მაშინ, როდესაც სუხიშვილების სოლისტი გამუდმებით გასტროლებზე იყო, ის შვილებს ზრდიდა. დღეს, მათიაშვილების ოჯახი გაიზარდა და მოცეკვავე მარიამის გარდა, ცხრა წლის მირიანი და რვა თვის იოანა ჰყავთ. იოანა თეას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მოცეკვავემ ეკლესიური ცხოვრება დაიწყო. ამიტომაც, ნაბოლარა ქალიშვილს ღვთის საჩუქარს უწოდებს. სახლში ცეკვის სტუდია აქვს გახსნილი. როცა დედა მოსწავლეებს ამეცადინებს, პატარა იოანას მამა და და-ძმა უვლიან. მოკლედ, გთავაზობთ თეა დარჩიას ქმარ-შვილის ინტერვიუს, რომელიც, ვფიქრობ, თეას გარეშე, პირველი პრეცედენტია.
„თეამდე ჯერ ბევრი მიკლია“
19 წლის მარიამ მათიაშვილმა ახლახან, „ასა ფართის“ ათი წლის იუბილეზე, ახალი კუბური ცეკვის სოლო პარტია შეასრულა. „ეს, თეასთან ერთად, ჩემი პირველი „ასა“იყო. პირველად  ნინო რამიშვილის 100 წლის იუბილეზე გამოვედი. ორსული თეა კულისებში მგულშემატკივრობდა და ღელავდა. არ შევარცხვინე დედა და ანსამბლი.“ მანამდე, საკუთარ სახლში გახსნილ დედის სტუდიაში, კვირაში სამი დღე დადიოდა. თანამედროვე ცეკვასაც სწავლობდა და ქართულსაც. ქართული ცეკვის პროფესიულ დონეზე შესწავლა კი, სუხიშვილების მოცეკვავემ, მისმა პედაგოგმა, ტატა გომელაურმა შესთავაზა.
სამსახიობო უნდოდა, მაგრამ მაშინ ცეკვას უნდა შელეოდა. ამიტომაც, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე შეაჩერა არჩევანი.
მარიამ მათიაშვილი: მოცეკვავე თეას რომ ვუყურებდი, ყოველთვის ვფიქრობდი, რა ადვილია, ცეკვას რა უნდა-მეთქი. მაგრამ ეს იმხელა შრომა ყოფილა... მთელი ენერგია და დრო ამ პროფესიაში უნდა დახარჯო. თეა ძალიან მომწონდა, ყველა კაბაში სხვადასხვანაირი იყო და როდესაც მას აქებდნენ, ყოველთვის მეამაყებოდა. მაგრამ ერთადერთი მინუსი, რაც მის პროფესიას ჰქონდა,  ის იყო, რომ სულ მენატრებოდა. მამასთან, დეიდასთან და ბებიასთან ვიზრდებოდი.  მისი შემხედვარე მეც ფორმებს ვიცვამდი, ვიღებებოდი და სახლში ვცეკვავდი. მაკიაჟის გაკეთება ჩემთვის არავის უსწავლებია. ეს ნიჭი დედისგან გამომყვა.

ანსამბლში 17 წლისა  მივიდა. ორი წელი სტაჟიორი იყო, ახლა უკვე სუხიშვილების სრულუფლებიანი წევრია.
„ახლა უკვე თეასთან ერთად ვცეკვავ. სულ სხვა გრძნობაა, როდესაც ამხელა სტაჟის მქონე პროფესიონალებთან ცეკვავ.
- როგორ ფიქრობ, ამ ყველაფერს თეას სახელით მიაღწიე?
- არა, მგონია. ყოველთვის ვცდილობდი, რომ წარმატებისთვის თეას სახელით არ მიმეღწია. მართლა ნიჭის ხარჯზე მივაღწიე. ალბათ, ჩემი შრომა დააფასეს. ანსამბლში ვიღაცის შვილობის გამო არ მიგიღებენ. რასაც ითხოვენ, ის თუ არ შეგიძლია, ვერ იცეკვებ.
- ილიკო როგორ გაფასებს?
- პირადად არ შევუფასებივარ. როცა კონცერტებში, გადაღებებზე მონაწილეობ, ხვდები, რომ ფასდები, როგორც მოცეკვავე. თეა, კონცერტზე გასვლის წინ დღემდე ნერვიულობს. მე, რომ პირველად ვიცეკვე, ისე ნერვიულობდა, კინაღამ მოკვდა. თან ორსულად იყო. ბოლომდე გვერდში მედგა. ახლა გასტროლებზე კიევში მივდივარ და ძალიან მიხარია.
- კარგია სუხიშვილების მოცეკვავეობა?
- დედა რომ ცეკვავდა, განსაკუთრებულად მიყვარდა ეს ანსამბლი და ვგულშემატკივრობდი. ახლა, როცა თვითონ ვცეკვავ, ორმაგად ვნერვიულობ, რამე არ შემეშალოს-მეთქი. პასუხისმგებლობა დამემატა.
-  თეა რა აზრისაა შენზე?
- ბევრ შენიშვნას მაძლევს და ვცდილობ, გავითვალისწინო. თეას აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი, ვისი აზრიც მაინტერესებს, თეაა. „ასაზე“ „კუბურში“ სოლოს ვასრულებდი. ფოტოები რომ ვნახე, თეა უკან მედგა და ისეთი ემოციებით მიყურებს, მივხვდი, რომ მოეწონა. გამიხარდა.
მარიამს სტუდიაში უკვე მოსწავლეების ჯგუფი ჰყავს. შვილები თეასთან დადიან, მოყვარული მშობლები კი - მარიამთან.
- შენს ანსამბლში გააქტიურებას მამა როგორ ეგუება?
- რთულად, მაგრამ ეგუება. თეა სახლიდან სულ გასული იყო და ახლა მეც ავყევი. ორივე ვმუშაობთ და მამა ბავშვებთან არის.
- მოკლედ, თეას არაფერში ჩამორჩი.
- თეამდე ჯერ ბევრი მიკლია.
Love Story
მარიამ მათიაშვილი უკვე შეყვარებულია. მისი რჩეულიც ცნობილი ოჯახის შვილია. უკვე რვა თვეა, დარჩიას ქალიშვილი დავით კოდუას 17 წლის ვაჟის, ირაკლი კოდუას შეყვარებულია. ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ. ახლა უკვე ერთმანეთის ოჯახის წევრებიც გაიცნეს.
მარიამი: მასთან თავს კარგად ვგრძნობ, მეტი ისეთი სერიოზული არაფერია.
- როგორ შეგაყვარა თავი?
- მანამდე მოვწონდი და იმდენი ქნა, სანამ თავი არ შემაყვარა. საჩუქრები არ მაკლია. ყურადღებიანი ბიჭია. ერთადერთია, რომელთანაც მართლა კარგად ვგრძნობ თავს. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. ისეთი თვისებები აქვს, ყველა ქალს ესიამოვნება მასთან ურთიერთობა. იცის, როგორ უნდა მოიქცეს. ასაკის მიუხედავად, მამაკაცური თვისებები აქვს.
- მოსწონს შენი ცეკვა?
- ძალიან მოსწონს და ჩემით ამაყობს.
- თვითონ ცეკვავს?
- არა. არც მე მიცდია მესწავლებინა და ინიციატივა არც მას გამოუჩენია. კლუბურ ცეკვებს ცეკვავს.
- კლუბში დადიხართ?
- აქ რომ იყო დავდიოდით. ახლა ინგლისშია. ლონდონში კოლეჯში სწავლობს. ერთი თვეა წავიდა და მაისამდე იქ იქნება. მანამდე ვირტუალურად ვკონტაქტობთ.
- რაო, მენატრებიო?
- კი, რა თქმა უნდა. ბუნებრივია.
- ლონდონიდან სიურპრიზებს არ გიწყობს?
- ვალენტინობას ძალიან ლამაზი წითელი ვარდები გამომიგზავნა.  ტელეფონით მომილოცა და მერე, მოულოდნელად,  ვარდები მივიღე. დაბადების დღეს სიურპრიზი გამიკეთა. „ბენსიმონის“ კეტები მინდოდა და მოულოდნელად მაჩუქა. უჩემოდ გაარკვია ფეხის ზომა. რისთვის მყავს აბა, მეგობარი გოგონები? ასეთი რაღაცები არ ეშლება. იცის, როგორ მასიამოვნოს.
- შეიძლება თქვენი სიყვარულის ისტორია ქორწინებით დასრულდეს?
- ჯერ ძალიან ადრეა. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ. ამაზე არ ვფიქრობთ. მას თავისი საქმე აქვს, მე - ჩემი.
- ცნობილ სამამამთილოს იცნობ?
- ჯერ არ არის სამამამთილო. ისე, ვიცნობ. მის ძმას და ორ დასაც ვიცნობ. მის ბიძაშვილ გიორგისთანაც ვმეგობრობ.
- ლონდონში ხომ არ გპირდება წაყვანას?
- არა, მე ჩემი საქმე მაქვს. ვცეკვავ, ანსამბლში ვარ. ის სწავლობს და კიდევ რამდენი ხანი მოუწევს სწავლა, არ ვიცი.
- როგორც ჩანს, გრძნობასთან ერთად, შენ შენი პრინციპებიც გაქვს.
- შეიძლება. ასე უცებ ვერ წავყვები და ყველაფერს ვერ დავივიწყებ. სწავლა, სამსახური, ანსამბლი.
- სიყვარულისთვისაც?
- თუ ნამდვილი სიყვარული იქნება, მაშინ მაგაზე წამსვლელი ვარ. ოღონდ, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ის ჭეშმარიტი სიყვარულია.
- ამ სიყვარულს აქვს  ასეთი პერსპექტივა?
- წინასწარ ამაზე ლაპარაკი არ მინდა.
- აქამდე გყვარებია?
- არა, ბავშვური გატაცებები იყო. ასე არ მყვარებია.
- თეა რჩევებს გაძლევს?
- თეას დიდი შიში აქვს, რომ გავთხოვდები. მაგრამ შემიძლია გულწრფელად ვუთხრა, რომ ჯერ არ ვაპირებ. ოჯახის შესაქმნელად მზად არ ვარ. ჯერ და მყავს გასაზრდელი. თეას მოვეხმარები... მოკლედ, არ მცალია.
- ირაკლი რას ამბობს?
- ორივემ კარგად ვიცით, რომ ჯერ ეს ნაადრევია. თუ რამეს დავაპირებთ, პირველად თქვენ გეტყვით.
მარიამის შეფასება - ირაკლი მამაკაცურია - ზუსტი აღმოჩნდა. მან არ ისურვა თავის სიყვარულზე საჯაროდ ლაპარაკი. დილა იყო, ირაკლის კოლეჯში ეჩქარებოდა.
- ირაკლი, მარიამმა თქვა, იმდენი გააკეთა თავი შემაყვარაო.
- ჰო, რა ვიცი, როგორც ხდება. განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია.
- სიურპრიზების კეთება უყვარსო...
- ეგრე თქვა? იმ თვეში „ბუგატის“ ავტომობილს ვჩუქნი. არ იცის. სიურპრიზს ვუკეთებ.
- მართლა?
- არა, ვხუმრობ. ტარება არ იცის. თან „ბუგატი“ მილიონ ნახევარი ღირს. ახლა მეტროში უნდა ჩავიდე. სკოლაში მივდივარ.
- რა პროფესიის არჩევას აპირებ?
- მომავალ წელს ბიზნეს ეკონომიკაზე უნდა ჩავაბარო.
ოჯახის მწყემსი
როგორც გითხარით, ამასობაში გუჯა მათიაშვილი შემოგვესწრო. 44 წლის ხმელი აღნაგობის ყოფილმა მოცეკვავემ, ხელში ნაბოლარა ქალიშვილი აიყვანა და შემოგვიერთდა.
გუჯა მათიაშვილი: ოჯახში მხოლოდ იოანასაგან არ აუღიათ ინტერვიუ. სხვა  ყველა ვარსკვლავი გახდა. მეც სულ ჩრდილში და კულისებში ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ანსამბლში ცხრა წელი ვიცეკვე.
- მარიამის აცეკვებას როგორ უყურებთ?
- პირველი რეაქცია რაც ის იყო, რომ ვერ დავიჯერე თუ ჩემს შვილს ასე შეიძლებოდა ეცეკვა. რეპეტიციაზე არ მინახავს და უცებ პირდაპირ ტელევიზორში ვნახე. თან მეუბნებოდნენ, ნახე, მარიამი რას ცეკვავს! ნახე რა შვილი გყავსო? თვითონაც დამოუკიდებელია და ჩვენც თავისუფლება მივეცით. ჩვენს კვალს თუ გაჰყვებოდა, არ მეგონა. თეაც ამბობდა, სტუდიაში იმიტომ მივიყვანე, რომ ცეკვის ჟინი მოეკლა და გაჩერებულიყოო, მაგრამ ჟინი არ მოუკლავს, პირიქით, გააგრძელა.
მოცეკვავეების ოჯახში მირიანი ცეკვავს, თუმცა თვითონ ამბობს, რომ არ უნდა მოცეკვავე გამოვიდეს.
მარიამი: ვაკის პარკში, „ასას“ კონცერტის მერე, სცენაზე ახტა და ისეთი იცეკვა, რომ ხალხი შოკში ჩააგდო.
გუჯა: არავის უთქვამს, ადი, იცეკვეო. მირიანი სასწაულად ცეკვავს. ყველანაირი მონაცემი აქვს, ნახევარ თბილისს ნანახი აქვს მისი ცეკვა. თავისი სტილი აქვს.
მე ხუთი წლის ვიყავი მშობლებმა ცეკვაზე რომ მიმიყვანეს. არ მიყვარდა ცეკვა, ხათრით დავდიოდი. თან მაშინ ისეთი დრო იყო, ქუჩის ბიჭები „მოცეკვავეებს“ სხვანაირად უყურებდნენ. ცეკვა მეექვსე კლასიდან შემიყვარდა. დიდუბეში სუხიშვილების სტუდიაში, გოგი სუხიშვილთან ვცეკვავდი. ქართულიც მაცეკვეს. მერე გამოცდა ილიკო სუხიშვილთან ჩავაბარე და ანსამბლში გადამიყვანეს.
მე და თეა „სუხიშვილებში“ შევხვდით ერთმანეთს. მერე მოგზაურობა იყო. ისრაელში ვიყავით დამოუკიდებლად რომ გადავწყვიტეთ დაქორწინება. მე 24 წლის ვიყავი, თეა - 19 წლის. ბეჭდები ვიყიდეთ და იერუსალიმში, გოლგოთაზე რომ ავედით, ბეჭდები მოვიხსენით და იქვე მირონი ვცხეთ. ჩვენ თვითონ ჩავატარეთ „რიტუალი“. ბეჭდები ისევ გავიკეთეთ და ჩამოვედით. რომ ჩამოვფრინდით, თეას მამა დაგვხვდა და თითებზე ბეჭდები რომ დაგვინახა, ძალიან არ ესიამოვნა. შეგვიბღვირა, მაგრამ ჩვენ ერთად ყოფნა უკვე გადაწყვეტილი გვქონდა. ჯვარიც მალე დავიწერეთ და ამერიკაში სამი თვე გასტროლით წასვლა მოგვიხდა. საქორწინო მოგზაურობაც შტატებში გამოგვივიდა. 1990 წელს შევუღლდით და 1995 წლამდე ანსამბლში ვიყავი. მერე აირია სიტუაცია, მხედრიონის პერიოდი იყო... მეც ხერხემლის პრობლემა მქონდა და მოკლედ, ანსამბლიდან წამოვედი. სამმა მოცეკვავემ ერთდროულად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. მას შემდეგ ოჯახში მწყემსი ვარ. მარიამი ძირითადად ბებიებმა გაზარდეს. მეც და თეაც აქტიური მოცეკვავეები ვიყავით. მერე ცეკვიდან რომ წამოვედი, თეა სულ წასული იყო. მირიანი რომ გააჩინა, იმ პერიოდში ხშირად გასტროლით იყო წასული. იოანას უკვე ყველანი ერთობლივად ვზრდით. საერთოდ, ამ ასაკში მშობლობა განსხვავებული გრძნობაა.
- მარიამი თეას ასაკში რომ გათხოვდეს, რა რეაქცია გექნებათ?
- ჯერ ამის სურვილი ნამდვილად არ მაქვს. არ მინდა ამ ასაკში გათხოვდეს.
- ჯერ არ ვაპირებო.
- ძალიანაც კარგი. მე სულ დახვედრა-გაცილების რეჟიმში ვიყავი. ახლა მარიამიც დაემატა.
მირიანი: ახლა, მე, მამა და იოანა დავრჩით.
გუჯა: ახლა იოანას იმედი მაქვს. ის მაინც მომხედავს. 



წყვილები. ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი
წყვილები. ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილიორივე ცეკვისთვის დაიბადა, თუმცა ერთმანეთს ჯერ არ იცნობდნენ… მათი გზა ჯერ არ იყო გადაკვეთილი...

ილიკო სუხიშვილი სოფელ მეჯვრისხევში დაიბადა, 1907 წელს. მამა ადრე გარდაეცვალა. დედას უჭირდა მარტოს ოჯახის გაძღოლა, სოფლად ხომ აუარებელი საქმეა მუდამ, ამიტომ საცხოვრებლად თბილისში გადმოინაცვლეს. ილიკო 9 წლის იყო, მუშაობა რომ დაიწყო. ცდილობდა, დედას დიდი კაცივით გვერდში დადგომოდა. ხან მოხარშულ წაბლს ყიდდა, ხან - გაზეთებს. ერთი ჩვევა დასჩემდა - სულ ფეხის წვერებზე დადიოდა.

10 წლის იყო, ცეკვით რომ დაიწყო ოჯახის რჩენა: გორკის ბაღში, რესტორანში ასრულებდა ქართული ცეკვის ილეთებს. ხალხი აღფრთოვანებით ხვდებოდა პატარა ბიჭს და დიდხანს, დიდხანს არ უშვებდა "სცენიდან". მალე მიხვდა, რა გზასაც უნდა დასდგომოდა... 1924 წელს დაამთავრა ალექსი ალექსიძის საცეკვაო სტუდია და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიიღეს ქართული ცეკვის სოლისტად.
ნინო რამიშვილი ბაქოში დაიბადა, 1910 წელს. მისი ოჯახი რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა თბილისში. ცეკვაზე უსაზღვროდ შეყვარებული გოგონა მშობლებმა იტალიელი მარია პერინის საბალეტო სტუდიაში შეიყვანეს. სწორედ იმ წელს, როცა 17 წლის ილიკომ მუშაობა დაიწყო, პერინის სტუდიის გოგონები ოპერისა და ბალეტის დიდ სცენაზე გამოვიდნენ. წარმოდგენას ილიკოც ესწრებოდა. ყველაზე მეტად ნინო მოეწონა... ეს იყო მათი პირველი შეხვედრა, უდავოდ ბედნიერი, რადგან მოგვიანებით ამ წყვილმა ჯერ ოჯახი, მერე შესანიშნავი ანსამბლი და ბოლოს ეპოქა შექმნა, რომელსაც დღემდე სუხიშვილებს ეძახიან.
ილიკო ცეკვის დროს ანთებდა ცეცხლს, თორემ ურთიერთობაში საკმაოდ მორიდებული ყმაწვილი გახლდათ. გოგონას ვერაფერს ეუბნებოდა, არადა უკან დასდევდა. ნინომ მაშინვე შეამჩნია, რომ ბიჭს მასთან მიახლოვებისა ეშინოდა. გოგონას ეღიმებოდა, მან უკვე იცოდა, რომ ეს მორიდებული ყმაწვილი მოცეკვავე იყო, თანაც ძალიან ნიჭიერი, რომელიც სხვებს ასწავლიდა ცეკვას,  აინტერესებდა მასთან გასაუბრება, მაგრამ გასაცნობად პირველ ნაბიჯს ჯიუტად არ დგამდა. ის ხომ ქალი იყო და ინიციატივაც კაცს ეკუთვნოდა! რამდენიმე კვირის ჩუმი დევნის შემდეგ, მათ შორის მანძილი შემცირდა…და პირველი საუბარიც შედგა. თემა, რაღა თქმა უნდა, ისევ ცეკვა იყო.
მალე პერინის სტუდიაში ილიკოც მიიღეს. როცა ქართულ ცეკვაზე მიდგა საქმე, ილოკომ ნინოსთან ერთად "ქართულის" შესრულებაზე უარი თქვა. მას ეგონა, რომ ბალერინა ნინო ვერ შეძლებდა "ქართულს". ნინო განაწყენდა, - ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი როგორ შეიტანეო და... გაიბუტნენ! ისინი ისევ პერინიმ შეარიგა - ერთად აცეკვა "ქართული" და მას შემდეგ მათი სახელები ცალ-ცალკე აღარავის უხსენებია...
ოპერის გარდა, ესტრადაზეც ცეკვავდნენ და კინოთეტრებშიც, - სეანსების წინ. ილიკო ყოველ ცეკვაზე ახალ-ახალ ილეთებს ქმნიდა და მოცეკვავეები მის შესრულებულ საცეკვაო ბევრ ილეთს "ილოურს" ეძახდნენ. დღემდეა შემორჩენილი მათ მიერ შესრულებული დუეტის კინოფირი - ორივეს ჩოხა აცვია, ილიკოს შავი, ნინოს კი - თეთრი, ცეკვავენ დიდი გატაცებით, თავდავიწყებით.  შავჩოხიანს ტოლს არ უდებს თეთრჩოხიანი... თავიდან მაყურებელმა არც კი იცოდა, რომ თეთრჩოხიანი ქალი იყო. ცეკვის ბოლოს, როცა ნინო ბოხოხს გადაიძრობდა და თმა ტალღებად გადმოეშლებოდა, დარბაზი აღატაცებისგან ტაშით ინგრეოდა. ილიკოსა და ნინოს ცეკვის თავისებური სტილი იმ დროს ერთგვარი მოდერნი იყო.
ნინოს მშობლებს არ უნდოდათ ღარიბი გორელი სიძედ, ამიტომაც ქალიშვილს არჩევანს უწუნებდნენ, უშლიდნენ მასთან ურთიერთობას, მაგრამ ნინო მათ წინააღმდეგ წავიდა. ექვსწლიანი რომანის მერე ისინი დაქორწინდნენ.
შემდეგ დაიწყო გასტროლები და ანსამბლის ტრიუმფი... ისინი მოსკოვში, დიდ თეატრსა და კრემლშიც ხშირად გამოდიოდნენ. ცნობილია, რომ სტალინს ძალიან უყვარდა ილიკო. ჯერ ერთი, სუხიშვილიც გორის რაიონიდან იყო, მეორე და უმთავრესი კი ის გახლდათ, რომ "ბელადი" დიდად აფასებდა მის ნიჭს. არაერთხელ უთქვამს მას ილიკოზე: ეს ღმერთძაღლი რა განათლებულია ფეხებშიო.
ერთხელ, როცა კრემლის სააქტო დარბაზში პირველად ჩატარდა საქართველოს დეკადის დღეები, ილიკოც და ნინოც მონაწილეობდნენ. დასასრულს, სტალინს ხელოვანი ქართველების ახლოს გაცნობა მოუსურვებია. ისინი მწკრივში დაეწყვნენ. სტალინმა ყველას ჩამოართვა ხელი. როცა ნინოს მიუახლოვდა, უთხრა: რამიშვილები მენშევიკები იყვნენ, ყველანი  დასახვრეტები არიან! ნინოს ფერი წასვლია, მაგრამ იგი ისევ "ღმარძაღლმა" ილიკომ იხსნა: რა გაჩუქოო, - უკითხავს მისთვის სტალინს. არც კი დაფიქრდა, ისე უპასუხა ილიკომ, - თქვენი ფოტოსურათი მისახსოვრეთ ავტოგრაფითო. მართლაც, მეორე დილით ცოლ-ქმრისთვის სასტუმროში მიუტანიათ ფოტო, რომელიც რეპრესიების დროს ერთგვარ თილისმად ჰქონდათ ილიკოს და ნინოს.
KvirisPalitra.Geმრავალი წლის მანძილზე ილიკო ანსამბლის "საგარეო საქმეთა მინისტრი", იგივე იმპრესარიო გახლდათ. ნინო კი, მოცეკვავეებთან დღესა და ღამეს ასწორებდა - ამ მინიატურულ ქალს ულევი ენერგია ჰქონდა, მისი ეშინოდათ, მაგრამ უყვარდათ კიდეც. სანამ რეპეტიცია დაიწყებოდა, გოგო-ბიჭები ერთობოდნენ,  ერთმანეთში ლაზღანდარობდნენ ხოლმე, მაგრამ საკმარისი იყო, დარბაზში ქალბატონ ნინოს შეედგა ფეხი, უმალ ყველა გაისუსებოდა. ტანად პატარას  ყველა "დიდ ნინოს" ეძახდა. მართლაც ცეკვის დედოფალი გახლდათ. ასაკი არც ეტყობოდა, ძალიან დიდხანს ცეკვავდა მის მიერ დადგმულ "ჯეირანს".
უამრავი ეპიზოდის გახსენება შეიძლება ამ შეუდარებელ წყვილზე. ახალი თითქმის არაფერია სათქმელი, რადგან ბევრჯერ ითქვა მათ ურთიერთობაზე, მაგრამ რადგამ ნინოს "ჯეირანი" ვახსენეთ, ერთი კურიოზიც უნდა გიამბოთ (ალბათ ესეც ბევრს მოუსმენია ანსამბლის წევრებისგან): ილიკოს ბოლო წლებში გული აწუხებდა. ინფარქტიც ორჯერ ჰქონდა გადატანილი. ექიმებმა ჭამა აუკრძალეს, არადა, უყვარდა თურმე - გურმანი იყო ცხონებული. ნინო ძალიან უფრთხილდებოდა ქმარს, სულ აკონტროლებდა, დალია თუ არა წამალი, ან ზედმეტად ხომ არ დაიტვირთა. უშლიდა ჭამასასაც, მით უფრო საღამო ხანს.
ერთხელაც, კონცერტია და სადაცაა ნინო უნდა გავიდეს სცენაზე. ყოველი გამოსვლის წინ ისე ღელავდა ხოლმე ნინო, თითქოს პირველად გადიოდა საცეკვაოდ. ამ დროს მას ყველაფერი ავიწყდებოდა. ამით ისარგებლა ილიკომ და გარეთ გაიპარა, რესტორანში შევიდა, კარგა გვარიანად ივახშმა და დაბრუნდა ისევ.
ნინო შეწუხებული დახვდა, ქმარს საყვედურიანი მზერით შეხედა. ილიკომ იფიქრა, არ მიხვდეს, რომ გარეთ ვიყავი და მისი გამოსვლისთვის არ მიყურებიაო და ქება-დიდება შეაგება ცოლს: რა დიდებული იყავი, ჩემო კარგო, როგორც ყოველთვის, მშვენივრად იცეკვეო.
- რა მშვენივრად, ადამიანო, მე ხომ დღეს წავიქეცი სცენაზე, - აღმოხდა თავისი მარცხით აღშფოთებულ ნინოს. ილიკო არ დაიბნა და მიუგო:
- სამაგიეროდ როგორ წამოხტი!!!
ამის გამგონე მოცეკვავეებმა სიცილის შეკავება ვერ შეძლეს და კარგა ხანს ხალისობდნენ ამაზე.
სიკვდილის წინ ილიკომ თავის ერთადერთ შვილს, თენგიზს დაუბარა: ყველაფერი გააკეთე, რომ ჩვენი აფიშა კედლიდან არ გაქრესო... დღეს ანსამბლს სუხიშვილების მესამე თაობა უდგას სათავეში.
Č

Thursday, May 10, 2012

ქართული
აჭარული


1935 წელს ლონდონში ხალხური ცეკვების პროფესიონალ შემსრულებელთა მსოფლიო
ფესტივალზე ილიკო სუხიშვილმა ფესტივალის ლაურეატის წოდება და მედალი დაიმსახურა. 1936 წლიდან კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი და ბალეტმაისტერია. სხვადასხვა დროს მას დადგმული აქვს ცეკვები ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერსა" და "დაისში" (თბილისისა და კიევის ოპერის თეატრები), დოლიძის "ქეთო და კოტეში" (კიევი), ქართული ცეკვები საბჭოთა არმიის წითელდროშოვან სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში (ხელმძღვანელი ალექსანდრე ალექსანდროვი, მოსკოვი); მანვე დადგა კ. კავოსის ბალეტი "კავკასიელი ტყვე" (კიევი),
ილიკო სუხიშვილის შემოქმედებით ბიოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია 1945 წელს, როცა მან, ნინო რამიშვილთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა საქვეყნოდ ცნობილ საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს, რომელმაც მსოფლიოს გააცნო ქართველი ერის უძველესი და უმდიდრესი ისტორია და კულტურა.
ქართული ხალხური ქორეოგრაფიის განვითარების საქმეში უდიდესი ღვაწლისა და ეროვნული კულტურის დაუღალავი პროპაგანდისათვის 1965 წელს დაჯილდოვდა ლენინის ორდენით, ხოლო 1971 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ლაურეატის საპატიო წოდება.
საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სახალხო არტისტი, არაერთი საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ლაურეატე, ორგზის ლენინის ორდენოსანი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ილიკო სუხიშვილი ორმოცდაათ წელზე მეტ ხანს ბერმუხასავით იდგა საქართველოს ქორეოგრაფიული ცხოვრების შუაგულში. გარადაიცვალა 1985 წლის 24 მარტს.
natelaan@gmail.com საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ერთ-ერთი დამაარსებელი, მრავალი წლის მანძილზე მისი სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი ილიკო სუხიშვილი დაიბადა 1907 წლის 4 აპრილს ქალაქ თბილისში. 1924 წელს დაამთავრა ალექსი ალექსიძის ქართული ხალხური ცეკვების სტუდია.
1926 წლიდან ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქართული ცეკვების შემსრულებელია, ხოლო 1928 წლიდან - ამავე თეატრის ქართული ბალეტის სოლისტი.
1930 წლიდან ილიკო სუხიშვილი უკვე აღიარებული შემომქმედია. საქართველოს გარდა, იგი წარმატებით გამოდიოდა მოსკოვის დიდ თეატრში (რუბინშტეინის "დემონი", გლინკას "რუსლან და ლუდმილა", პროკოფიევის ბალეტი "კუზიანი კვიცი") და ამავე დროს მუშაობდა ბალეტმაისტერ კასიან გოლეიზოვსკის ასისტენტად. პარალელურად სწავლობდა ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში.
1935 წელს ლონდონში ხალხური ცეკვების პროფესიონალ შემსრულებელთა მსოფლიო